პროექტები

IX კლასი პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ნინო ახალკაცი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
თბილისი, ნაძალადევი
სკოლა
#10 საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
საჩრდილობელი ჩემ ეზოში
პროექტის შინაარსი
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა დაგეგმონ ეზოში საჩრდილობლის ე.წ. ფანჩატურის პროექტი. მათ მოუწევთ მრავალწახნაგების მათემატიკური ცოდნის პრაკტიკაში გამოყენება, როგორც პრიზმების ასევე პირამიდების თვალსაზრისით. წრფივი ზომებიდან ფართობზე გადასვლა და შესაბამისად საჭირო მასალების რაოდენობის დათვლა. ამავდროულად ნახაზის აგება, მასშტაბის გამოყენება მაკეტის დამზადების პროცესში. ინტეგრირება მოხდება ქიმიასთან, ვინაიდან მოსწავლეებს დასჭირდებათ სამშენებლო მასალებში ტყვიის შემცველობის დაადგენა და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების მოძიება ფანჩატურის პროექტისთვის.
ბოლო ეტაპზე არსებული პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა და საკუთარი პროექტის უპირატესობების წარმოჩენა პრეზენტაციაზე.
საგანი/საგნები
მათემატიკა, ქიმია
საფეხური/კლასი
საბაზო, IX კლასი
პროექტის განხორციელების დრო
2 კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
მათემატიკის სტანდარტის შედეგებიდან გამომდინარე მოსწავლემ უნდა შეძლოს:
მათ.საბ.2. მსჯელობის ხაზის განვითარება; განზოგადებით ან დედუქციით მიღებული დასკვნების დასაბუთება.
მათ.საბ.3. მათემატიკური ობიექტების განსაზღვრებებისა და თვისებების სწორად ჩამოყალიბება; მათემატიკური ტერმინების, აღნიშვნებისა და სიმბოლოების კორექტულად გამოყენება.
მათ.საბ.4. გრაფიკულად გადმოცემული მათემატიკური შინაარსის ინფორმაციის წაკითხვა; მათემატიკური ობიექტების გრაფიკული ხერხით (გრაფიკების, დიაგრამების და ნახაზების სახით) წარმოდგენა.
მათ.საბ.6. ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ ობიექტებსა და პროცესებში მათემატიკური ობიექტების მოდელებისა და მიმართებების შემჩნევა და მათი თვისებების გამოყენება მოდელის აგებისას, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას;
მათ.საბ.8. კოპლექსური (რთული) პრობლემის საფეხურებად, მარტივ ამოცანებად დაყოფა და ეტაპობრივად გადაჭრა/ამოხსნა;
ქიმიის სტანდარტის შედეგებიდან გამომდინარე მოსწავლემ უნდა შეძლოს:
კვლ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების
აღრიცხვა.
კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ქიმ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია მეტალთა და არამეტალთა თვისებების კვლევა.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლემ შეძლოს
·        მრავალწახნაგების ელემენტების ზომების განსაზღვრა შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას;
·        მოსწავლემ შეძლოს მრავალწახნაგას შლილების დამზადება და მათი საშუალებით მაკეტის წარმოდგენა;
·        დაადგინოს სამშენებლო პროდუქტში ტყვიის შემცველობა და ეკოლოგიურად სუფთა მასალის შერჩევა;
·        აწარმოოს დაგეგმილი საქმიანობისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა;
·        არგუმენტირებული მსჯელობა მის მიერ არჩეული პროექტის სასარგებლოდ.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·        რა სახის ამოცანები შეიძლება ამოიხსნას მართკუთხა და სამკუთხა პრიზმებისა და პირამიდების ზედაპირის ფართობების გამოყენებით?
·        რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიის დაცვა?
·        როგორ შეიძლება გეომეტრიული ფიგურების თვისებების გამოყენება ჩვენი გარემომცველი საგნებისა და მათი ელემენტების ზომების მოსაძებნად?
თემატური კითხვები
·        რა ცოდნა დამეხმარება საჩრდილობელის დაპროექტებისა და აშენებისთვის?
·        როგორ შევარჩიო ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა?
შინაარსობრივი კითხვები
·        როგორ შემიძლია სივრცითი ფიგურების შლილების გამოყენება ამ ფიგურების ზედაპირის ფართობების გამოსათვლელად?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
·  გამოკითხვის ბარათები „რა ვიცი მონაცემთა ანალიზის შესახებ“
·  კითხვების დასმა პრობლემის გააზრებისთვის
·        KWL ცხრილი
·   ბარათები: „მივიღოთ მონაწილეობა იდეის დახვეწაში“

·  ჯგუფების სამოქმედო გეგმა

პროექტის მსვლელობისას
·  საინფორმაციო ბუკლეტი ეკოლოგიური სამშენებლო მასალების შესახებ

·  სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში პროექტის მიმდინარეობის განხილვა

·        ჯგუფების სამუშო დღიურები
·  სამუშაო შეხვედრების ჟურნალი

·  ინტერვიუების ჩანაწერები

·  შუალედური პრეზენტაციები

პროექტის დასრულების შემდეგ
·  პროექტის შეფასების რუბრიკები
·        ჯგუფში მუშაობის შეფასების რუბრუკა
·  მონიტორინგის ჩანაწერები

·  ბლოგი

·        KWL ცხრილი
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე:
კითხვების დასმა პრობლემის გააზრებისთვის - გაკეთდება განმავითარებელი კომენტარები
კითხვარი „რა ვიცი მრავალწახნაგების ყოფითი გამოყენების შესახებ“ - განმავითარებელი კომენტარები
ჯგუფების სამოქმედო გეგმა - შეფასდება გეგმის რუბრიკით, განმავითარებელი და განმსაზღვრელი
KWL ცხრილი - განმავითარებელი კომენტარები

მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს:
საინფორმაციო ბუკლეტი - შეფასების რუბრიკით
პროექტის ბლოგი - განმავითარებელი კომენტარებით
ინტერვიუების ჩანაწერები - განმავითარებელი კომენტარები
შუალედური პრეზენტაციები - შეფასების რუბრიკით

პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ:
პროექტის შეფასების რუბრიკები - განმსაზღვრელი შეფასებისთვის
პროექტის ბლოგი - ურთიერთშეფასება, შეფასების რუბრიკით
ჯგუფში მუშაობის შეფასების რუბრიკა - თვითშეფასების რუბრიკა
დოკუმენტური ფილმი - პროექტის შეფასების რუბრიკა
KWL ცხრილი - განმავითარებელი კომენტარები
შეფასების კრიტერიუმები:
აანალიზებს დასმულ ამოცანას;
მსჯელობს მრავალწახნაგას ფორმებზე, მახასიათებლებზე, წრფივი ზომებიდან ითვლის ფართობს;
არჩევს საჩრდილობლის ოპტიმალურ ფორმას, ზომებს და ასაბუთებს  არჩევანს;
მსჯელობს პროდუქტის (სამშენებლო მასალის) შემადგენლობაზე და ირჩევს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს;
ითვალისწინებს მასშტაბს და სიზუსტით აგებს ნახაზს, მაკეტს;
ადარებს ბაზარზე არსებულ ფასებს, აკეთებს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვას.

შეფასების კრიტერიუმების მიღწევის ინდიკატორი:
მრავალწახნაგების თვისებების შესწავლა, მრავალწახნაგების და მათი შლილების ხაზვის შესწავლა;
ზედაპირის, ფუძის და გვერდითი ზედაპირის ფართობების გამოთვლის დაუფლება სხვადასხვა მოცმულობებით;
პროდუქტის ეტიკეტებიდან ინფორმაციის ამოღება ანალიზი და შედარება;
ინფორმაციის ანალიზი და შეფასება ნასწავლი მასალის გამოყენებით;
მოძიებული ინფორმაციის ფორმირება და საჭირო ხარჯების ფინანსური აღრიცხვის წარმოება. 
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
მოსწავლემ უნდა იცოდეს: ბრტყელი ფიგურების (სამკუთხედი, პარალელოგრამი, ტრაპეცია) პერიმეტრისა და ფართობის გამოთვლა; შლილის დახაზვა, მრავალწახნაგას მოდელის შექმნა. მასშტაბის ცნების გააზრება და გამოყენება. ხარჯთაღრიცხვის წარმოება.
·        ელექტრონული პრეზენტაციების;
·        ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების გამოცდილება;
·        ციფრული ტექნილოგიების გამოყენების გამოცდილება;
·        ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის უნარი.

სასწავლო პროცედურები
1-3 დღე - სამუშაო  ჯგუფების ფორმირება, ფუნქციების განაწილება, ინფორმაციის მოძიება, ჯგუფის სამოქმედო გეგმის შედგენა;
4-7 დღე - მოძიებული ინფორმაციის დამუშვება, საჩრდილობლის დაპროექტება, ბლოგის ფორმირების დაწყება, ზომების შეჯერება, მასშტაბის გათვლა;
8 - 10 დღე - მიღებული ინფორმაციის ანალიზი მასალის შერჩევა, ფასების დადგენა, ბლოგზე მიმდინარე მასალების ატვირთვა;
11-12 დღე - მაკეტის შექმნა, ხარჯთაღრიცხვის წარმოება, შედეგების შეფასება.
13-14 დღე - პრეზენტაციების მომზადება, წინასწარი ჩვენება, განხილვა, პრეზენტაცია.

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
კლაში არის 2 სწავლას ჩამორჩენილი მოსწავლე
პროექტის განხორციელების დროს მათ დასჭირდებათ დამატებითი ინსტრუქციაები და ფუნქციების განაწილების დროს ჯგუფებთან კონსულტაცია, რათა შეასრულონ საქმიანობა, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები

ინვენტარი/მასალები
მარკერები, „ფლიფჩარტები“, მუყაო, ჩხირები, წებო.
ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები


X კლასი პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ნინო ახალკაცი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
თბილისი, ნაძალადევი
სკოლა
#10 საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
ჩემი ტურისტული/გასართობი ბიზნესი გორაკბორცვიან ტერიტორიებზე
პროექტის შინაარსი
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა დაგეგმონ გასართობი ან ექსტრემალური ატრაქციონების ბიზნესი საქართველოსთვის დამახასიათებელ გორაკბორცვიან ტერიტორიებზე ბოტანიკური ბაღის მოდელზე. მათ მოუწევთ მიუწვდომელ წერტილებამდე მანძილების გაზომვა ანუ სინუსების და კოსინუსების თეორემების,  გვერდებსა და კუთხეებს შორის დამოკიდებულების პრაქტიკაში გამოყენება, მასშტაბის გათვალისწინებით ნახაზების აგება.
ინტეგრირება მოხდება გეოგრაფიასთან და  ბიოლოგიასთან, ვინაიდან მოსწავლეებს დასჭირდებათ ლანდშაფტის შესწავლა (რელიეფი, კლიმატი, ნიადაგი, ფლორა და ფაუნა), რეგიონის მდებარეობის და მისი რესურსების ანალიზის საფუძველზე ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების დანახვა, ასევე არსებული ენდემური, ადვენტური და რელიქტური სახეობების შესწავლა რათა პროექტის განხორციელების პროცესში არ მოხდეს  ეკოლოგიური ზიანის მიყენება.
ბოლო ეტაპზე დასჭირდებათ არსებული პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა და საკუთარი პროექტის უპირატესობების წარმოჩენა.
საგანი/საგნები
მათემატიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია
საფეხური/კლასი
საშუალო, X კლასი
პროექტის განხორციელების დრო
2 კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
მათემატიკის სტანდარტის შედეგებიდან გამომდინარე მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მათ.X.11. მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების დასადგენად (მათ შორის რეალურ ვითარებაში) იყენებს ფიგურათა (მრავალკუთხედების, წრეების/წრეწირების) მსგავსებას და დამოკიდებულებებს ფიგურის ელემენტების ზომებს შორის (მაგალითად, იმ საგნის სიმაღლის გაზომვა, რომლის ფუძე მიუდგომელია, მიუდგომელ წერტილამდე მანძილის გამოთვლა);
· პოულობს ბრტყელი ფიგურის ფართობს და იყენებს მას ოპტიმიზაციის ზოგიერთი პრობლემის გადასაჭრელად (მათ შორის რეალურ ვითარებაში);
მათ.X.7. მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა და უტოლობათა სისტემების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· წრფივი უტოლობის ან ორი წრფივი უტოლობის შემცველი სისტემის საშუალებით გამოსახავს ამოცანის პირობაში მოცემულ შეზღუდვებს (მაგალითად, ფირმამ სარეკლამო კომპანიაზე უნდა დახარჯოს არაუმეტეს 2000 ლარისა. მათ დაგეგმილი აქვთ გამოაქვეყნონ არანაკლებ 10 სარეკლამო განცხადებისა. დასვენების დღეებში სარეკლამო განცხადების ღირებულებაა 20 ლარი, ხოლო კვირის დანარჩენ დღეებში 10 ლარი.).

გეოგრაფიის სტანდარტის შედეგებიდან გამომდინარე მოსწავლემ უნდა შეძლოს:

ო.X.3.   ბი ლასიიკაც აფუ აააალზოს ი გავითაბი ტივბი.

გი ალაჩოა, თუ სწ:
·        ობა   რაიმ    გაული   ნი   რუას      მსლო   ათი გაოყოფ მი  გა;
·        ადარებს  რეგიონებს ბუნებრივი პირობების, ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკის დარგების,  მოსახლეობის  და  განვითარების  პერსპექტივების  მიხედვით; გამოთქვაუთარ აზრ ამ ჯგუ შორ ლო ებ;

ო.X.4.      სწ            ოს      თს      ნე      ახსიათბი მიედვიიმსოს მსგა-ბი მი.

გი ალაჩოა, თუ სწ:
·        რუკის აჩბიახარ იკვს ქბინერობს; ყას აალოგ ბიან (აგ., როიკულეები, უაბო, გა ა);

ბიოლოგიის სტანდარტის შედეგებიდან გამომდინარე მოსწავლემ უნდა შეძლოს:

კვლ.XI.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს;
· განსაზღვრავს შესაბამისი ინფორმაციის მოძიების წყაროებს;
· გამოთქვამს არგუმენტირებულ მოსაზრებას/ვარაუდს;
· განსაზღვრავს მონაცემების მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);

კვლ.XI.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
· იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.

ბიოლ.XI.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ეკოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა ეკოსისტემების ფორმირებისათვის და იმსჯელოს გარემოსდაცვით პრობლემებზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მოიძიებს და აანალიზებს მონაცემებს ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების შესახებ და ვარაუდობს თუ როგორი სასიცოცხლო ფორმები შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ ეკოსისტემაში;
· აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ ეკოსისტემაზე ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედების შესახებ, მასალას წარმოადგენს რეფერატის, ფოტომასალის ან ჩანახატების სახით, გამოთქვამს მოსაზრებას ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ;

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლემ შეძლოს
·        რეალურ ვითარებაში ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების დადგენა;
·        გამოიყენოს ფიგურათა მსგავსება და დამოკიდებულებებ ფიგურის ელემენტების ზომებს შორის. გაზომოს იმ საგნის სიმაღლე, რომლის ფუძე მიუდგომელია, გამოთვალოს მიუდგომელ წერტილამდე მანძილი;
·        წრფივი უტოლობის ან ორი წრფივი უტოლობის შემცველი სისტემის საშუალებით გამოსახ ამოცანის პირობაში მოცემულ შეზღუდვებ;
·        გაეცნოს რაიონების რუკას და იმსჯელოს ბუნებრივი პირობების, ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკის დარგების,  მოსახლეობის  და  განვითარების  პერსპექტივების  მიხედვით; გამოთქვაუთარ აზრი რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე;
·        რუკის აჩბიახარ გამოიკვლიოს ნინე რო; მოიყვანოს ალოგ ბიან;
·        განსაზღვროს ბოტანიკური ბაღის ეკოსისტემის შესახებ ინფორმაციის მოძიების წყაროები;
·        გამოიყენოს ინფორმაციის წარმოდგენის სხვადასხვა ფორმები: დიაგრამები, ცხრილები, გრაფიკები;
·        აანალიზ მონაცემებ ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების შესახებ და გამოთქვას ვარაუდები თუ როგორი სასიცოცხლო ფორმები შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ ეკოსისტემაში;
·        შეაგროვ ინფორმაცია ლოკალურ ეკოსისტემაზე ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედების შესახებ, წარმოადგინოს მასალა ფოტომასალის ან ჩანახატების სახით, გამოთქვას მოსაზრება პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ;
·        აწარმოოს დაგეგმილი საქმიანობისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა;
·        არგუმენტირებული მსჯელობა მის მიერ არჩეული პროექტის სასარგებლოდ.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·        რა სახის პრობლემები შეიძლება გადაიჭრას გეომეტრიული ცოდნის გამოყენებით?
·        როგორ დავგეგმოთ საქმიანობა რეგიონის ლანდშაფტის  გათვალისწინებით?
·        რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიის დაცვა?
·        როგორ შეიძლება გეომეტრიული ფიგურების თვისებების გამოყენება ჩვენი გარემომცველი საგნებისა და მათი ელემენტების ზომების მოსაძებნად?
თემატური კითხვები
·        როგორ ფიქრობთ რა ცოდნა სჭირდება ეკო - ატრაქციონის აგებას?
·        როგორ ვაწარმოო ბიზნესი, რომ არ დავარღვიო ეკოლოგიური გარემო?
შინაარსობრივი კითხვები
·        როგორ შემიძლია სინუსების და კოსინუსების თეორემების გამოყენება გორაკბორცვიან ტერიტორიებზე მიუწვდომელ წერტილებამდე მანძილბის გასაზომად?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
·  გამოკითხვის ბარათები „რა ვიცი მიუწვდომელ წერტილებამდე მანძილის გაზომვის შესახებ?“
·  კითხვების დასმა პრობლემის გააზრებისთვის
·        KWL ცხრილი
·   ბარათები: „მივიღოთ მონაწილეობა იდეის დახვეწაში“

·  ჯგუფების სამოქმედო გეგმა

პროექტის მსვლელობისას
·  საინფორმაციო ბუკლეტი  ბოტანიკური ბაღის ეკოლოგიისა და ლანდშაფტის შესახებ.

·  სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში პროექტის მიმდინარეობის განხილვა

·        ჯგუფების სამუშო დღიურები
·  სამუშაო შეხვედრების ჟურნალი

·  ინტერვიუების ჩანაწერები

·  შუალედური პრეზენტაციები

პროექტის დასრულების შემდეგ
·  პროექტის შეფასების რუბრიკები
·        ჯგუფში მუშაობის შეფასების რუბრუკა
·  მონიტორინგის ჩანაწერები

·  ბლოგი

·        KWL ცხრილი
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე:
კითხვების დასმა პრობლემის გააზრებისთვის - გაკეთდება განმავითარებელი კომენტარები
კითხვარი „რა ვიცი სინუსების თეორემის, კოსინუსების თეორემის  ყოფითი გამოყენების შესახებ“ - განმავითარებელი კომენტარები
ჯგუფების სამოქმედო გეგმა - შეფასდება გეგმის რუბრიკით, განმავითარებელი და განმსაზღვრელი
KWL ცხრილი - განმავითარებელი კომენტარები

მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს:
საინფორმაციო ბუკლეტი - შეფასების რუბრიკით
პროექტის ბლოგი - განმავითარებელი კომენტარებით
ინტერვიუების ჩანაწერები - განმავითარებელი კომენტარები
შუალედური პრეზენტაციები - შეფასების რუბრიკით

პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ:
პროექტის შეფასების რუბრიკები - განმსაზღვრელი შეფასებისთვის
პროექტის ბლოგი - ურთიერთშეფასება, შეფასების რუბრიკით
ჯგუფში მუშაობის შეფასების რუბრიკა - თვითშეფასების რუბრიკა
დოკუმენტური ფილმი - პროექტის შეფასების რუბრიკა
KWL ცხრილი - განმავითარებელი კომენტარები
შეფასების კრიტერიუმები:
აანალიზებს დასმულ ამოცანას;
მსჯელობს პრობლემის გადაჭრის გზებზე, იყენებს სინუსების და კოსინუსების თეორემებს მიუწვდომელ წერტილამდე მანძილის გამოსათვლელად;
საუბრობს ამოხსნის სხვადასხვა ხერხებზე, არჩევს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ გზას და ასაბუთებს  არჩევანს;
მსჯელობს ატრაქციონისთვის შერჩეულ ლოკალურ რეგიონზე, მის ლანდშაპტზე და ეკონომიკურ პერსპექტივაზე;
ითვალისწინებს გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობას გეგმაცს საქმიანობას ეკოლოგიური გარემოს უსაფრთხოების გათვალისწინებით;
ადარებს და ირჩევს ბაზარზე არსებულ ფასებს, აკეთებს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვას.

შეფასების კრიტერიუმების მიღწევის ინდიკატორი:
სინუსებისა და კოსინუსების თეორემის შესწავლა მათი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნისას;
რეგიონის რუკის ანალიზი, ლანდშაფტის შესახებ ინფორმაციის ამოღება ანალიზი და შედარება;
რეგიონის ბიომრავალფეროვნების შესახებ ინფორმაციის მოძიება ანალიზი და შეფასება ნასწავლი მასალის გამოყენებით;
მოძიებული ინფორმაციის ფორმირება და საჭირო ხარჯების ფინანსური აღრიცხვის წარმოება. 
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
მოსწავლემ უნდა იცოდეს:
·        მართკუთხა სამკუთხედში გვერდებსა და კუთხეებს შორის დამიკიდებულებები;
·        შეუძლია ლოკალურ გარემოს ეკოლოოგიაზე საუბარი;
·        რუკის წაკითხვა;
·        ელექტრონული პრეზენტაციების მომზადება;
·        ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების გამოცდილება;
·        ციფრული ტექნილოგიების გამოყენების გამოცდილება;
·        ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის უნარი.

სასწავლო პროცედურები
1-3 დღე - სამუშაო  ჯგუფების ფორმირება, ფუნქციების განაწილება, ინფორმაციის მოძიება, ჯგუფის სამოქმედო გეგმის შედგენა;
4-7 დღე - მოძიებული ინფორმაციის დამუშვება, ბიზნეს გეგმის შედგენა, ბლოგის ფორმირების დაწყება, სახელზე და ლოგოზე მუშობა;
8 - 10 დღე - მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ნახაზების შექმნა, გამოთვლების ჩატარება, საჭირო რესურსების შერჩევა, ფასების დადგენა;
11-12 დღე - ხარჯთაღრიცხვის წარმოება, შედეგების შეფასება, ბლოგზე მიმდინარე მასალების ატვირთვა;.
13-14 დღე - პრეზენტაციების მომზადება, წინასწარი ჩვენება ჯგუფში, განხილვა, პრეზენტაცია.

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
კლაში არის 3 სწავლას ჩამორჩენილი მოსწავლე
პროექტის განხორციელების დროს მათ დასჭირდებათ დამატებითი ინსტრუქციაები და ფუნქციების განაწილების დროს ჯგუფებთან კონსულტაცია, რათა შეასრულონ საქმიანობა, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
რეგიონის რუკა.
ინვენტარი/მასალები
მარკერები, „ფლიფჩარტები“, „მილიმეტროვკა“.
ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები

No comments:

Post a Comment